ახალი წლის დღეებში საქართველოში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის დღეებში, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 31 დეკემბრის დღის ბოლოს, შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1-ელი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 - პლუს 2, დღისით პლუს 5-7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 5-7 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით 0,-2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 8-10, დღისით მინუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 2-4, შიდა ქართლში მინუს 7-9, ხოლო დღისით პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3 -5, დღისით კი პლუს 2-4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 10-12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 13-15 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი მინუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.