არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულ 28 და 21 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, ბრლის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.
პოლიციამ აღნიშნული პირები მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.