ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

19 წლის ახალგარზადას ბრალის დამტკიცების შემთხვეაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 19 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.