თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik.
სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, იუწყება სასაზღვრო პოლიცია.
პოლიციამ 45 წლის მამაკაცისახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.