თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით 39 წლის მამაკაცს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.