საქართველოში 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა.
დადგენილებას, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, პრემიერ-მინისტრმა დღეს, 23 დეკემბერს მოაწერა ხელი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უქმე დღეები შეეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური უქმე დღეებია.
საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სკოლებში არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.