თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik.
თბილისში მომხადრი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 37 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნუცუბიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 34 წლის მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.