თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისსა და ბათუმში მამაკაცების ყველაზე გავრცელებული სახელებია გიორგი, დავითი და ალექსანდრე, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი სერვისების განვითარების სააგენტოს მასალებში.
უწყების ცნობით, დედაქალაქში მცხოვრები მამაკაცებიდან გიორგი ჰქვია 65,1 ათასს, დავითი - 26,4 ათასს, ალექსანდრე - 19,8 ათასს.
თბილისში მამაკაცების სახელების პირველი ათეული ასე გამოიყურება: გიორგი, დავითი, ალექსანდრე, ნიკოლოზი, ლუკა, ირაკლი, ლევანი, ზურაბი, საბა და ლაშა.
რაც შეეხება ბათუმს, თბილისის მსგავსად, აქაც სამი ყველაზე პოპულარული სახელია: გიორგი (6,5 ათასი), დავითი (3,8 ათასი) და ალექსანდრე (2,5 ათასი). შემდეგ მოდის - ირაკლი, ლუკა, ნიკოლოზი, ნიკა, ზურაბი, ანდრია, ლევანი და საბა.
თბილისსა და ბათუმში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ნინო - თბილისში ნინო ჰქვია 44,1 ათას ქალს, ბათუმში - 4,4 ათასს.
დედაქალაქში ყველაზე პოპულარული ქალის სახელების ათეულშია: ნინო, მარიამი, ანა, მაია, ელენე, ქეთევანი, ნანა და მარიამი. ბათუმში კი ნინო, მარიამი, ანა, თამარი, მაია, ელენე, ნათია, ქეთევანი, ნანა და ხათუნა.
სააგენტო საქართველოში პოპულარული ქალისა და მამაკაცის სახელების შესახებ საინტერესო სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს.