თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს გამოაქვეყნოს უნიკალური საარქივო მასალების კრებული, რომელიც მიეძღვნება დსთ-ის თითოეული ქვეყნის წვლილს ნაციზმზე გამარჯვებაში.
„ამ კონტექსტში, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ინიციატივას, გამოქვეყნდეს უნიკალური საარქივო მასალების კრებული, რომელიც მიეძღვნება თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის წვლილს ნაციზმის დამარცხებაში და რომელშიც შეტანილი იქნება გამოუქვეყნებელი დოკუმენტებისა და ფოტოების ციფრული ასლები“, - განაცხადა პუტინმა.
დსთ-ის არაფორმალურ სამიტზე სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამეგობრობის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა საერთო ისტორიის ხსოვნის შესანარჩუნებლად და მისი დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, ასევე გააკეთონ ყველაფერი, რათა ახალგაზრდა თაობამ იცოდეს დიდ სამამულო ომში მებრძოლი ჯარისკაცების გმირობის შესახებ.