ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამის გამო შეიძლება სამუშაო ადგილი დაკარგონდა მათ ნაცვლად მიგრანტები დაასაქმონ. თუმცა, ყველაზე ხშირად მიგრანტები, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ცალკე ცხოვრობენ და ქმნიან საკუთარ ინფრასტრუქტურას - სილამაზის სალონებს, მაღააზიებს, კაფე-რესტორნებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს.
საქართველომ სხვა ქვეყნებიდან ხალხის ასეთი დიდი ნაკადი თავისი სტაბილურობისა და ბიზნესგარემოს სიმარტივის წყალობით მიიზიდა. ქვეყანაში ბინადრობის ნებართვაც კი გაიცემოდა 100 ათასი დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში - მაგალითად, ბინის შესაძენად. ყოველივე ეს ბაზარზე კონკურენციის შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავდა მიზნად.
თუმცა, დრო შეიცვალა და მიგრანტი მუშახელისთვის წესები უფრო მკაცრი გახდა. ახლა უვიზო რეჟიმი და შესაძლებლობა, დარჩნენ საქართველოში 365 დღე არ იძლევა ლეგალურად დასაქმების უფლებას - 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს დასასაქმებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.
დასაქმების ნებართვის მიღება ასევე მოეთხოვებათ ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე განიხილება ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო უძრავი ქონების ღირებულების ზედა ზღვარის 150 ათას დოლარამდე გაზრდა. თუმცა, დრო გვიჩვენებს, ეს რამდენად იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე, ქვეყნიდან უცხოელების შესაძლო გადინებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.