პუტინი: ახალი „სვო“-ს ჩატარება რუსეთისადმი პატივისცემაზე იქნება დამოკიდებული

რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა პუნქტები, რომლებზეც ახალი სამხედრო სპეციალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა იქნება დამოკიდებული
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები არ იქნება, თუ დასავლეთი რუსეთს პატივისცემით მოეპყრობა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.
„თქვენ კითხულობთ, იქნება თუ არა ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები? არავითარი ოპერაციები არ იქნება, თუ პატივისცემით მოგვექცევით ჩვენ“, - უპასუხა რუსეთის ლიდერმა კითხვას.
მან განმარტა, რომ დასავლეთმა პატივი უნდა სცეს რუსეთის ინტერესებს, ისევე როგორც რუსეთი მუდმივად ცდილობდა დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებას. პუტინის თქმით, ახალი სპეციალური სამხედრო ოპერაციები არ იქნება, თუ დასავლეთი შეწყვეტს რუსეთის „მოტყუებას“, როგორც ეს მოხდა ნატოს გაფართოების საკითხში.
„გვითხრეს, რომ ნატოს აღმოსავლეთისკენ მოძრაობა არ იქნება, ერთი მტკაველითაც კი. ეს პირდაპირი ციტატაა. და რა? როგორც ჩვენთან იტყვიან, გადაგვაგდეს“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.
მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო აგრძელებს თავისი შეტევითი ძალების გაძლიერებას და მოდერნიზაციას, მათ შორის ახალი ტიპის შეიარაღების შემუშავებასა და განლაგებას, მათ შორის კოსმოსისთვის განკუთვნილი იარაღის.