თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვი ვაშინგტონთან კონტაქტებისთვის ემზადება, რათა მიიღოს ინფორმაცია უკრაინელებთან და ევროპელებთან ამერიკელების მუშაობის შედეგების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ამერიკელ კოლეგებთან გარკვეულ კონტაქტებს ნამდვილად ვამზადებთ, რათა ამერიკელების მიერ ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაბათ -კვირას მაიამიში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
ნოემბერში აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა მოამზადა, დოკუმენტი პრეზიდენტმა ტრამპმაც მოიწონა. მედიის ცნობით, თავდაპირველად იგი 28 პუნქტისგან შედგებოდა, ერთ-ერთი პუნქტი კი ტერიტორიულ საკითხს ეხებოდა.
აღნიშნული გეგმა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ 2 დეკემბერს განიხილა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა კრემლში ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრემლში განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
გასულ კვირას და ორშაბათს ბერლინში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. დიალოგში უიტკოფმა, კუშნერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.
უიტკოფმა მოგვიანებით განაცხადა პროგრესის შესახებ, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინისთვის გარანტიების მიცემისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც კონფლიქტის მოგვარებისთვის მიმართავენ.