პოლიციამ დიდგორთან „დრიფტისთვის“ოთხი ახალგაზრდა დააჯარიმა

Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალების და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების ე.წ. დრიფტის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყეს.
უწყების ცნობით, ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 18-დან 23 წლამდე ახალაგზრადებმა სხვადასხვა დროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტი გამართეს.
სამართალდამცველების მიერ ოთხივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.