თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 814,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წლის ივლის-სექტემბრის მაჩვენებელზე 3,3%-ით მეტია, იუწყება ეროვნული სტატისტიკის სამსახური „საქსტატი“.
დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 57% მამაკაცია, ხოლო 43% – ქალი. ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 2%-ით გაიზარდა და 758 ათასი ადამიანი შეადგინა.
ხარჯებმა პერსონალზე აღნიშნულ პერიოდში 5,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13,1%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.420,9 ლარი, რაც 230,8 ლარით მეტია, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.846,9 ლარი (+144,5 ლარი).
საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 2.498,3 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2.801,6 ლარი
მცირე ბიზნესი – 2.072,5 ლარი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 64,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10%-ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 25,4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.