პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში 34 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.