ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები 2026 წლის მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით დაიწყებს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 29 მარტს კი ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება.
მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ.