თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" და უკანონოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.