საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
24 და 25 წლის ბრალდებულები ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ირმისჭალის" დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.