პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებით დადგინდა, რომ 28 წლის მამაკაცმა რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ თბილისის მასშტაბით 25 ადგილზე განათავსა.
პოლიციამ ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან 77 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.