ქვეყნის მთავარი ნაძვის ხეც აქ დამონტაჟდება და არა პარლამენტის შენობის წინ, სადაც ოპოზიციის აქტივისტები საღამოობით საპროტესტო აქციებს მართავენ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ 12 დეკემბერს გაიხსნება და სტუმრებს 14 იანვრამდე უმასპინძლებს. თბილისის მერია სადღესასწაულო ღონისძიებებზე, ილუმინაციასა და საახალწლო გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.