თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
32 წლის მამაკაცი საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა.
უწყების ცნობით, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.