ხაშურში მიკროავტობუსი მოიპარეს: დაკავებულია 19 წლის მამაკაცი

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.