აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

დაკავებული თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ქობულეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
1991 წელს დაბადებული მსჯავრდებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2025 წლის 17 ოქტომბრიდან თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.