ორმხრივი ურთიერთობები და ვაჭრობა: რა საკითხები განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელში

ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხში.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ისტორიული კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები იყო შეხვედრების მთავარი განსახილველი თემები, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან შედგა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან შეხვედრისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია.
მაღალი დონის დიალოგი: საქართველოს პირველი დიპლომატი ისრაელში შეხვედრების სერიას მართავს
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხში.
სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ისრაელის ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს.
მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ვიზიტით იმყოფება
ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ნაყოფიერი საქმიანობა.
გარდა ამისა, ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები განიხილა მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირთან გამართულ შეხვედრაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე.
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა ასევე ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრთან, ავი დიხტერთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას სოფლის მეურნეობის სფეროში. მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ისრაელი საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით პირველ ხუთ ქვეყანას შორისაა. 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ ისრაელიდან 170 000-ზე მეტი ტურისტი მიიღო.