სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 43 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.