თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყვარელში ძალადობის ბრალდებით სამი პირი - ყვარლის მერის მოადგილე ლევან გელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მისი ძმა ნიკა ზაუტაშვილი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრი.
შემთხვევა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ყვარელში მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების დროს ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.
პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხნობს და ისჯება თავოსუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.