თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ფოთში პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 50 წლის პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.
გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.