მშენებლობის სფეროში სანებართვო დოკუმენტაციის წარმოების წესი შეიცვალა

დღემდე საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტი თავად წყვეტდა, როგორ უნდა ეწარმოებინა სანებართვო დოკუმენტაცია.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik.2026 წლის 1 თებერვლიდან ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერიები სამშენებლო ნებართვების გაცემასა და სხვა სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას მხოლოდ ელექტრონულად ასახავენ.
შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დღემდე საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტი თავად წყვეტდა, როგორ უნდა ეწარმოებინა სანებართვო დოკუმენტაცია.
დადგენილების თანახმად, 2026 წლის 1 თებერვლიდან სანებართვო დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
ამასთან ყველა სანებართვო განაცხადი და სამშენებლო პირობების შეცვლის განაცხადები ასევე ელექტრონული იქნება: აიტვირთება პორტალზე და აისახება საკადასტრო რუკებზე.
ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ელექტრონული სისტემის შემოღება დააანონსა.