კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards-ის გამარჯვებულია - ვიდეო

პრესტიჟულ საერთაშორისო პრემია World Travel Awards-ზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025″-ის ტიტულის მფლობელი გახდა.
Sputnik
ეს აღიარება აძლიერებს კოლხეთის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სიმბოლოს მნიშვნელობას. დეტალები იხილეთ „Sputnik-საქართველოს" ვიდეოში.
პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობს შორის. ის მოიცავს დაახლოებით 29 ათას ჰექტარს, მათ შორის რელიქტურ ჭაობებს, პალიასტომის ტბას და მდინარე ფიჩორის დელტას.
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ეს არის უნიკალური ეკოსისტემა, სადაც უძველესი კოლხეთის დროინდელი სახეობები ბინადრობს: 190-ზე მეტი სახეობის ფრინველი, იშვიათი ამფიბიები და მცენარეები, ხოლო თავად ტერიტორია სუბტროპიკული ბუნების ცოცხალ მუზეუმად ითვლება.