თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა

მემანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა 28 ოქტომბერს დატოვა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა.­
მემანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 28 ოქტომბერს დატოვა.
მემანიშვილი საპატრულო პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობს. ბოლო პერიოდში მას თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.