თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებული მასალების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი 31 უცხოელს მიანიჭა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა რუსეთის ერთ მოქალაქეს, თურქეთის შვიდ მოქალაქეს და სამ პირს, რომელთა მოქალაქეობაც არ არის მითითებული.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, იგი მიიღეს თურქეთის ორმა, რუსეთის ორმა და უკრაინის 14-მა მოქალაქემ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთმა პირმა და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ერთმა პირმა.
2025 წლის ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე 1.030 უცხოელს ეთქვა უარი - ამ უარის უმეტესობა თურქეთის, პაკისტანის და ირანის მოქალაქეებს ეხებოდათ.
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა ქვეყანაში თავშესაფრის მიღების წესები - ამიერიდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა ქვეყანაში შესვლის გარეშეა შესაძლებელი.