თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა დასრულდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი" უნიკალური იარაღიაა, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
როგორც მან განაცხადა, რაკეტის გამოცდის ძირითადი მიზნები მიღწეულია.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პუტინს აცნობა, რომ 21 ოქტომბერს „ბურევესტნიკის“ გამოცდის დროს რაკეტამ 14 ათასი კილომეტრი დაძლია, რაც მისი მაქსიმალური დიაპაზონი არ არის. მისი თქმით, „ბურევესტნიკმა“ სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის თავის არიდების უნარი აჩვენა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ რაკეტის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თუმცა მისი მახასიათებლები მის წარმატებულ გამოყენებას ადასტურებს. ამასთან, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რომელ კლასს მიეკუთვნება აღნიშნული ბირთვული იარაღი.
პუტინმა ბრძანება გასცა, განისაზღვროს „ბურევესტნიკის“ გამოყენების შესაძლო გზები და დაიწყოს რაკეტის განლაგებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის ბირთვულმა ფარმა დაამტკიცა თავისი საიმედოობა და რომ რუსეთის ბირთვული ძალები მსოფლიოში უმაღლეს დონეზეა.