თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძარცვის, ქურდობის და მუქარით ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.