იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 39 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ. ასევე ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია, 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მიერ ჯამში ამოღებულია 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.
გამოძება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის და 260 ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.