ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 19 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ედება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 15 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.