საპროტესტო აქციები საღამოს იმართება. გამზირი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. ბოლო პერიოდში ღამის საპროტესტო აქციების დროს თავისუფლების მოედანსა და სასტუმრო „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცველების მობილიზება არ ხდება - ძალოვანები შემოიფარგლებიან აქციის მონაწილეთა გაფრთხილებით, კანონდარღვევის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრებათ