თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რიგ ქალაქებსა და სოფლებს სკოლების გარემონტებისა და მათი კეთილმოწყობის უფლება მიეცათ, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
საქართველოში სკოლებზე ყველა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, სკოლების რემონტთან ან მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს კი რეგიონული განვითარების სამინისტრო იღებს.
მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქები და სოფლები შეძლებენ ჩაატარონ ნაწილობრივი რემონტი, სკოლები მოიყვანონ საერთო სტანდარტებთან შესაბამისობაში, დაკავდნენ მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებით, კეთილმოაწყონ სკოლის ეზოებში სტადიონები და სასწავლო დაწესებულება აღჭურვონ სასკოლო ინვენტარით, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სტანდარტებითა და გათბობით.
მუნიციპალიტეტები სკოლების რემონტისთვის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნის საფუძველზე კონტრაქტეის შესაბამისად მიიღებენ.
საქართველოში 2,086 საჯარო სკოლაა, სადაც დაახლოებით 570,5 ათასი მოსწავლე სწავლობს.