„ძალიან მძიმეა": ვიცე-სპიკერი კორუფციულ სკანდალზე

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ არანაირი შეწყალება არ იქნება.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს და კორუფციის გზა აირჩიეს, გუნდს უღალატეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
გუშინ, 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ამოიღეს კომპიუტერები, ტელეფონები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.
„რასაც თვალყურს ვადევნებთ, მძიმეა, მაგრამ ფაქტია: მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უღალატეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე", - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ არანაირი შეწყალება არ იქნება.
„არავითარი დანდობა არ იქნება, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რეალურად ეხება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს, ეროვნული უსაფრთხოების თემას", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მიმდინარე გამოძიება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და პოლიტიკის გამოვლინებაა, მეორე მხრივ კი, „ეს არის ძალიან მძიმე განცდა, პიროვნული და ემოციური ყველა ჩვენგანისთვის".
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ჩინოვნიკების სახლებში ჩხრეკა დაკავშირებულია ადრე გახსნილ არაერთი საქმის გამოძიებასთან.
2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხმაურიანი კორუფციული სკანდალი გაღვივდა, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აღმოჩნდა. მას ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მილიონი ლარის გათეთრება.
აღნიშნულ საქმეზე გაკავებულია ბურჭულაძის მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
2025 წლის 21 ივნისს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკაეს. მას 2,2 მლნ ლარის გათეთრება ედება ბრალად.