თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ცენტრალურ უბანში მომხდარი დაჭრის საქმეზე პოლიციამ 27 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 25 წლის მამაკაცს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.