პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსკადრების შენახვა-გავრცელებისთვის ორი პირი დააკავეს

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერვგავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, ხოლო მეორე პირმა აღნიშნული ვიდეო უკანონოდ შეინახა.
სამართალდამცველებმა ორივე პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა) მიმდინარეობს.
პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.