თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ 25 წლის იემენის მოქალაქე ყალბი დოკუმენტებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა მამაკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.