სუს-ი: ყოფილი ჩინოვნიკების სახლებიდან ამოღებულია 7,22 მლნ დოლარი და 136 ათასი ლარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართველი ჩინოვნიკების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 7,22 მლნ დოლარი და 136 ათასი ლარი, განაცხადა ემზარ გაგნიძემ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში გამართულ ბრიფინგზე .
უწყების ცნობით, 17 ოქტომბრის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ისე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში.
„გაიჩხრიკა მოქალაქეების- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები", - განაცხადეს გაგნიძემ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.002,200 დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
მისი თქმით, ამჟამად, სუს-ისა და საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრო მოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება.