საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
შეხვედრა იზმითში, „ქოჯაელის“ სტადიონზე შედგა.
საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლი მატჩის 63-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია. თურქეთი სამი მოგებით მეორე ადგილზეა, საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია – ოთხი მარცხი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.