ეს კრახია! როგორ დააზიანა ოპოზიცია პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმმა - ვიდეო

4 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარი საქართველოში სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას არ წინასწარმეტყველებდა. ადგილობრივი არჩევნები, პრაქტიკულად, შედგა, დაანონსებული იყო ოპოზიციის პროტესტი.
Sputnik
და 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც, რომელიც ერთგვარ ჩვევად იქცა, ასევე ჯდებოდა ტრადიციულ პოლიტიკურ სურათში. და აქ მოხდა გამოუსწორებელი - სანამ აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტთან იმყოფებოდა, აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა და რკინის ღობის მორღვევითა და ქვების სროლით შენობის შტურმით აღებას, შენობაში შეღწევას და არეულობის მოწყობას შეეცადა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სასახლე - არ არის კერძო და არც მმართველი პარტიის საკუთრება, არამედ არის ქვეყნის სიმბოლო და ღირსება.
შტურმის მცდელობა უმოკლეს დროში იქნა აღკვეთილი, მოვლენების ადგილზე მობილიზდა სამი წყლის ჭავლის მანქანა, სპეცტექნიკა და სპეცრაზმი - წესრიგი რამდენიმე საათში აღდგა. თუმცა, მართალია, ქუჩის არეულობის შემდეგ მეორე დღეს ქალაქის ცენტრს დღე-ღამის მანძილზე ასუფთავებდნენ.
თბილისის მერიამ გადაწყვიტა არეულობის შედეგად დაზიანებული ობიექტების მფლობელებს კომპენსაცია გადაუხადოს. და ოპოზიციის ლიდერები? ისინი დააკავეს და მათ პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, შტურმმა და პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიის დარბევამ აქტივისტებს შორის უთანხმოება გამოიწვია. საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაგმო დაპირისპირების ასეთი რადიკალური მეთოდები.
რა იქნება შემდეგ? აგრესიული თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური კოზირი ჩაუვარდა ხელში. ოპოზიცია ძალას იკრებს, მაგრამ დაიბრუნებს კი პროტესტი ძველებულ ინტენსივობას, როცა ლიდერებმა ვერ გაამართლეს იმედები?