თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, ესპანეთთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ ქალაქ იზმითში ჩავიდა, სადაც თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთის ნაკრებთან 14 ოქტომბერს გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, 13 ოქტომბერს, გუნდი „ქოჯაელის“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“ გორი).
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი).
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორეზე თურქეთი, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია (ნული ქულით).