თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ შენობაში მოქალაქეს იარაღით ემუქრებოდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროსთან სპეცრაზმისა და პოლიციის, ასევე სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროში მყოფმა პირმა ერთ-ერთი ნომრიდან გაისროლა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსროლელი დაკავებულია.