თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში თურქეთის 45 წლის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა მამაკაცის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 20 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება.
გარდა ამისა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით ფხვიერი და კრისტალური მასა, ასევე, ელექტროსასწორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.