თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ძლიერმა შორმმა შავ ზღავზე ბათუმის სანაპირო ზოლში ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა, იუწყება ადგილობრივი მედია.
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი იყო მოსალოდნელი.
ზღვისპირა ქალაქში გვიან ღამემდე ძლიერი ქარი და წვიმა იყო. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
სტიქიის გამო ბათუმის მოსახლეობსი დიდ ნაწილს წყალი არ მიეწიდება.
სტიქიამ დღეს პრობლემები აჭარის არაერთ მუნიციპალიტეტში შექმნა. რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მაჭახლისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. ქედაში ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიააში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხელვაჩაურში, ადიდებული მდინარე ჭოროხის კალაპოტში მანქანით ერთი ადამიანის ჩარჩენის შესახებ, რომლის ნაპირზე გამოყვანასაც მაშველები ცდილობენ.