იძალადა მოზარდზე: მარნეულში ერთი პირი დააკავეს

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. მარნეულში დააკავეს 27 წლის პირი, რომელმაც ერთ-ერთ მაღაზიაში არასრულწლოვან თანამშრომელზე იძალადა, იუწყება შსს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.