თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რედფორდის წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი იუტაში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.
რედფორდს შესრულებული აქვს მთავარი როლები ფილმებში „ბუჩ კესიდი და სინდენს კიდი“(1969), „აფერა“ (1973) „კონდორის სამი დღე“ (1975) „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976) და სხვ.
რობერტ რედფორდი
© Getty Images / United Archives / FilmPublicityArchive
რობერტ რედფორდს, როგორც რეჟისორს, ფილმისთვის „ჩვეულებრივი ხალხი“ (1980) „ოსკარი“ აქვს აღებული. რედფორდი ცნობილი იყო გარემოსდაცვითი აქტივიზმითა და სოციალური საკითხების მხარდაჭერითაც.
რედფორდი იყო აშშ-ში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი კინოფესტივალის Sundance-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.